მოკლემეტრაჟიანი ფილმი 1970 წელს გადაიღო ქართველმა რეჟისორმა თემურ ფალავანდიშვილმა.
siuJeti
ფილმის გმირები - გივი და მისი მეგობარი გოგონა, ირინე, დამოუკიდებელი ცხოვრების სარბიელზე გამოდიან. გივი ქარხანაში მუშაობასთან ერთად, ინსტიტუტშიც სწავლობს. ამავე დროს, სპორტული დარბაზის ხშირი სტუმარია და ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება. როგორც სპორტსმენი გივი ინსტიტუტშიც ერთგვარი შეღავათებით სარგებლობს. ირინე წიგნის კიოსკში მუშაობს გამყიდველად. ახალგაზრდებს ერთმანეთის მოსწონთ და თავიანთ მომავალზე ფიქრობენ. გივის სურს შეამოწმოს ირინეს დამოკიდებულება მისდამი და გამომცდელად განუცხადებს, რომ ვიღაც გოგონა უყვარს. ირინეც არ იბნევა და ამაყად უპასუხებს - „მეც მყავს შეყარებულიო“. მეგობრებში უთანხმოება ჩამოვარდება და განაწყენებულები შორდებიან ერთმანეთს. მეორე დღეს გივი კვლავ მიაკითხავს წიგნების კიოსკს, მაგრამ ირინეს ნაცვლად იქ სხვა ქალიშვილი დახვდება. ნირწამხდარი ახალგაზრდა გულნატკენი გამობრუნდება. გივი თავს ანებებს ინსტიტუტს, სპორტს და საბჭოთა არმიის რიგებში მიდის. სადგურზე იგი შეხვდება ირინეს, რომელიც აგრეთვე ახალი ცხოვრების შესაქმნელად მიდის.
rolebSi
- დავით კვაჭაძე - გივი
- ლალი მესხი - ირინე
- კახი კავსაძე
- გივი ბუმბიაშვილი
- მზია მაღლაკელიძე
|